ჩვენ შესახებ
სანდოობა წვრილმანებში – უკვე 15 წელი თქვენს გვერდით ვართ
საკანცელარიო ნივთები იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ფურცლები, კალმები და საქაღალდეები – ისინი ჩვენი ყოველდღიური სამუშაოს, სწავლისა და შემოქმედების ნაწილი არიან. სწორედ ამიტომ, მაღაზია ლაკო 15 წელია გთავაზობთ ხარისხიან, მრავალფეროვან და ხელმისაწვდომ საკანცელარიო პროდუქტებს როგორც ოფისებისთვის, ისე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის.
ჩვენი უპირატესობაა
- ყველაფერი ერთ სივრცეში
- ხარისხი და ხელმისაწვდომობა
- სწრაფი და კომფორტული მომსახურება
სანდო ხარისხი
მხოლოდ გამძლე და თანამედროვე დიზაინის პროდუქტები
სწრაფი მიწოდება
დღეს შეუკვეთე, ხვალ გამოიყენე
ტექნოლოგია + კომფორტი
ყველაფერი, რაც გჭირდებათ პროდუქტიულობისთვის
ხელმისაწვდომი ფასები
მრავალფეროვანი არჩევანი
ჩვენი ხედვა
გაამარტივე ყოველდღიურობა ლაკოსთან ერთად
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა არამხოლოდ სასურველი პროდუქტი იპოვოს, არამედ თავი კომფორტულად და მყუდროდ იგრძნოს. პროფესიონალური მომსახურება და მეგობრული დამოკიდებულება ის ორი ძირითადი ღირებულებაა, რაზეც წლებია ვაშენებთ ჩვენს ურთიერთობას მომხმარებლებთან.
ჩვენი მისია
მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, შერჩეული და სანდო ბრენდები შევთავაზოთ, მუდმივად განვავითაროთ ასორტიმენტი.
ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხი დეტალებშია. და როცა საქმე საკანცელარიო ნივთებს ეხება – ეს დეტალები ყველაფერს ცვლის.